თბილისის გრან სლემი - სახელმწიფოსგან თანხმობა მიღებულია
Aa
Aa

თბილისის გრან სლემი - სახელმწიფოსგან თანხმობა მიღებულია

მარტის ბოლოს თბილისში ძიუდოს დიდი მუზარადის ტურნირი გაიმართება.

„გრან პრის“ „გრანდ სლემად“ გადაკეთების შეთავაზება საქართველომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან ერთი კვირის წინ მიიღო.

ქვეყნის მთავრობასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ კი, დღეს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას თანხმობის წერილი გაუგზავნა.

დიდი პრიზის ნაცვლად, დიდი მუზარადის ტურნირის ჩატარება 900 ათასი ლარით მეტი ჯდება და საქართველოს მთავრობა მზადაა დამატებითი ფინანსების გამოსაყოფად.

თბილისის დიდი მუზარადის ტურნირი 26-28 მარტს უნდა გაიმართოს. შეჯიბრების მონაწილე ქვეყნებისა და სპორტსმენების ზუსტი რაოდენობა კი მოგვიანებით დაზუსტდება.

გიორგი ათაბეგაშვილი - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები