ოპერაციამ კარგად ჩაირა - ხახალეიშვილი თავს კარგად გრძნობს
Aa
Aa

ოპერაციამ კარგად ჩაირა - ხახალეიშვილი თავს კარგად გრძნობს

სასიხარულო ინფორმაცია დავით ხახალეივილის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში ჩატარებული ურთულესი გულის გადანარგვის ოპერაციის შემდეგ, ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციით - დათომ დაიწყო თავისით სუთქვა, ყველაფერი ესმის და ოპერაციის შემდგომი ეტაპი მიმდინარეობს საიმედოდ სტაბილურად.

შეგახსენებთ,რომ ხახალეიშვილის მდგომარეობა თბილისის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში კრიტიკულად შეაფასეს. სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა გულზე ძვირადღირებული და ურთულესი ოპერაციის ჩატარება იყო. ოპერაციისა და შემდგომი მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის 250 ათასი აშშ დოლარი ჯდებოდა.

ქართველ ლეგენდას ამ უმძიმეს ვითარებაში დახმარების ხელი საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ გაუწია. ფონდმა, რომელიც წლებია გვერდში უდგას ქართულ სპორტს და უპრეცედენტო ქველმოქმედებას ახორციელებს, ამჯერად მიზნად ჩემი ოლიმპიური ჩემპიონის გადარჩენა დაისახა. „ქართუმ“ ოპერაციასა და მკურნალობას სრულად დააფინანსა.

ასევე ლეგენდარული ძიუდოისტის ავადმყოფობის ამბავი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ყურამდეც მივიდა. ლუკაშენკომ საკუთარი ფონდიდან 58 ათასი ამერიკული დოლარი გაიღო ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო ხარჯების დასაფარად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები