„მის სიკვდილში თავს დამნაშავედ ვგრძნობ
Aa
Aa

„მის სიკვდილში თავს დამნაშავედ ვგრძნობ" - ტაისონმა 2 Pac-ზე ისაუბრა

ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა ცნობილი რეპერის, 2 Pac-ის შესახებ ისაუბრა. „რკინის მაიკმა“ ინტერვიუ VladTV-ს მისცა და ახლო მეგობრის მკვლელობის ღამე გაიხსენა.

„საშინელი დღე იყო და ცოტათი თავს დამნაშავედაც ვგრძნობ. მასზე ზეწოლას ვახორციელებდი, რომ ბრძოლაზე დასასწრებად ჩამოსულიყო და ვეუბნებოდი: „კასეტა წამოიღე, კასეტა არ დაგავიწყდეს“.

კასეტაზე, რომელზეც ტაისონი საუბრობს, იყო სიმღერა, რომელიც თუფაქმა სპეციალურად მისთვის შექმნა და რომელიც მაიკის რინგზე გასვლისას უნდა ჩართულიყო.

ტაისონის თქმით, ბრიუს სელდონთან გამართული ბრძოლის შემდეგ, იგი რეპერთან ერთად ღამის კლუბ 662-ში წასვლას აპირებდა, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალა...

„იმ ღამეს მასთან ერთად წასვლას ვგეგმავდი. დავპირდი, რომ მასთან ერთად ღამის კლუბ 662-ში წავიდოდი, მაგრამ ახლად შეძენილი გოგონა მყავდა და დედამისმა სახლში დარჩენა მაიძულა. იმ ღამით ვიღაცამ დამირეკა და მომხდარის შესახებ შემატყობინა.

ვიცოდი, რომ სიკვდილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ და ვხვდებოდი, რომ ეს ჩემს სამყაროში ხდებოდა, მაგრამ რადგან საუბარი თუფაქზე იყო და მასთან კავშირი მქონდა, განსხვავებული რამ ვიგრძენი. ზოგადად, ბრძოლების შემდეგ ელოდები, რომ ვიღაც მოკვდება, მძიმე დაზიანებებს მიიღებს ან რაღაც სიგიჟე მოხდება, მაგრამ ის, რაც მას დაემართა, მაინც რაღაც განსხვავებული იყო“.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულ რეპერს 1996 წლის 7 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და იგი 6 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები