აიაქსი ვერა, ატალანტა კი - D ჯგუფში ყველაფერი გაირკვა
Aa
Aa

აიაქსი ვერა, ატალანტა კი - D ჯგუფში ყველაფერი გაირკვა

ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ ტურში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გვაქვს. დღევანდელ დღემდე D ჯგუფში სიტუაცია გარკვეული არ იყო.

ჯგუფიდან გასასვლელად "აიაქსი" და "ატალანტა" იბრძოდნენ. ამსტერდამელებს მხოლოდ გამარჯვება ჭირდებოდათ, მაგრამ მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდნენ. მატჩში ერთადერთი გოლი ლუის მურიელმა 85-ე წუთზე გაიტანა და ყველა შეკითხვა მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ ტენ ჰააგის გუნდს 79-ე წუთზე გრავენბარხი გაუძევეს. ნიდერლანდელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას. ეს ნათლად აისახა ბურთის ფლობაშიც - 62% 38%-ის საპირისპიროდ.

იყო ბევრი მომენტი, თუმცა იტალიელთა კიპერი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. საბოლოო ჯამში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ატალანტა" გავიდა.

რაც შეეხება "ლივერპულს", კლოპის გუნდმა უმოტივაციო მატჩში "მიდტიულანდთან" ბევრი არ მოინდომა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. "მერსისაიდელებს" ჯგუფიდან გასვლა განაღდებული ჰქონდათ. 6 ტურში 13 ქულა და პირველი ადგილი - ასეთია "ლივერპულის" მონაგარი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები