Aa Aa
3 დეკემბერი 2020  |  16:37

პოკერის ყველაზე ასაკოვანი ავტორი - ჟირუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში ლონდონის "ჩელსი" "სევილიას" ესტუმრა და 4:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი ფრანგმა თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ გაიტანა და ისტორიაში შევიდა. 34 წლის ფეხბურთელი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პოკერი შეასრულა.

მატჩის შემდეგ ფრანგმა მსოფლიოს ჩემპიონმა კომენტარი გააკეთა: "მინდა დავტკბე ამ გამარჯვებით და მთლიანად საღამოთი. დავისვენებთ და შემდეგ გავაანალიზებთ რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ მატჩებში.

როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 4:0-ს იგებ განსაკუთრებული გრძნობაა. ეს ნიშნავს, რომ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. "სევილიასთან" მატჩი ჩემთვის ისტორიულია, რადგან 4 გოლი გავიტანე.

მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს დონე შევინარჩუნო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ყოველთვის სასიამოვნოა იყო გუნდის ისტორიის ნაწილი." - განაცხადა ჟირუმ

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი თავდამსხმელი "ჩელსის" 2017 წლის ზამთარში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 98 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში