„საუკეთესოა ვისთან ერთადაც მითამაშია“ - ავსტრალიელი ფეხბურთელი ქინქლაძეზე
Aa
Aa

„საუკეთესოა ვისთან ერთადაც მითამაშია“ - ავსტრალიელი ფეხბურთელი ქინქლაძეზე

ავსტრალიური საფეხბურთო ვებგვერდი theworldgame.sbs.com.au ყოველთვიურად ინტერვიუს ეროვნული ნაკრების იმ ვარსკვლავებს ართმევს, რომლებმაც ავსტრალიურ ფეხბურთში თავიანთი კვალი დატოვეს.

ამჯერად, გამოცემის ყურადღების ცენტრში „მილუოლის“, „სიტისა“ და „ვესტ ბრომვიჩის“ ყოფილი ფეხბურთელი, ჯეისონ ვან ბლერკი მოექცა. ამ უკანასკნელმა საკუთარ თავზე, საფეხბურთო კარიერის გამორჩეულ მომენტებსა და მოგონებებზე ისაუბრა. ჩვენთვის საინტერესო კი ისაა, რომ მან გიორგი ქინქლაძეც ახსენა.

theworldgame.sbs.com.au: „დაასახელე საუკეთესო ფეხბურთელები, რომლის მხარდამხარაც გითამაშია“.

ვან ბლერკი: „ორი აზრი არაა, რომ საუკეთესო ფეხბურთელი, ვის მხარდამხარაც მითამაშია ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძეა. მასთან ერთად სიტიში ვასპარეზობდი. გიო გასაოცარი ფეხბურთელი და შესანიშნავი ადამიანია“.

ცნობისთვის, ავსტრალიელ ფეხბურთელს „იგლზის“, „სტოკპორტის“, „ჰალის“, „შრიუსბერისა“ და „ალტრინჩემის“ რიგებშიც აქვს ნათამაშები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები