პაპუნაშვილი სარაგოსას ტოვებს? - ქართველს კვიპროსზე ეპატიჟებიან
Aa
Aa

პაპუნაშვილი სარაგოსას ტოვებს? - ქართველს კვიპროსზე ეპატიჟებიან

ესპანური მედია იუწყება, რომ საქართველოს ნაკრების და "სარაგოსას" შემტევ ნახევარმცველს გიორგი პაპუნაშვილს კვიპროსზე ეპატიჟებიან.

ჯერჯერობით დაინტერესებული კლუბის ვინაობა ცნობილი არ არის, მაგრამ, თუ გამოცემა Cartv.es-ს დავუჯერებთ, წინადადება მომხიბლავი და სოლიდურია.

ხსენებული გამოცემა წერს, რომ კვიპროსის ერთ-ერთი კლუბი ქართველში 200 000 ევროს იხდის. ასეთი ფასი კი სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელისთვის საკმაოდ მაღალია. სავარაუდოდ ტრანსფერი მიმდინარე წლის ბოლოს შედგება.

მიმდინარე სეზონში გიორგიმ "სარაგოსას" მაისური მხოლოდ სამჯერ მოირგო და ჯამში 54 წუთი დაჰყო მინდორზე. ჯამში პაპუნაშვილმა 2017 წლიდან დღემდე ესპანური გუნდის შემადგენლობაში 45 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები