Aa
Aa

"გლადბახთან დიდი გამოცდა გველის" - კონტეს მატჩისწინა პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში "ინტერი" გერმანიაში ჩავა და "გლადბახს" დაუპირისპირდება. "ნერაძური" წარუმატებლობის შემთხვევაში ჯგუფში ჩარჩება. მატჩის წინ ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და გარკვეულ საკითხებზე ისაუბრა.

"მადრიდის "რეალთან" თამაშის შემდეგ ბევრი არასასიამოვნო საუბარი მოვისმინე. არიან ადამიანები, რომლებსაც ავიწყდებათ, რომ სწრაფი გოლი გავუშვით და ძალიან მალე 10 კაცით დავრჩით. მატჩის ასეთმა განვითარებამ შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

მესმის, რომ ეს საუბრები და კრიტიკა წაგების გამო დაიწყო. აქედან გამომდინარე ბევრად მეტი უნდა ვიმუშავოთ და თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ხვალინდელი მატჩი ისეთ გუნდთან გვაქვს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოიყურება. ჩემმა ფეხბურთელებმა წინა მატჩები უნდა დაივიწყონ და მოსაგებად ყველაფერი გააკეთონ.

ჯგუფიდან გასვლის იმედი მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დაგვრჩება. ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება. "გლადბახმა" დაამტკიცა, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა. ხვალინდელი თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება.

არ მიყვარს კონკრეტულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი. შეგიძლიათ ნახოთ რა ვთქვი ჰაკიმზე, როდესაც ის "ინტერს" შეუერთდა. მას შესანიშნავი უნარები აქვს, მაგრამ დაცვაში თამაში უნდა გამოასწოროს. მას შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, რომ დიდი ფეხბურთელი დადგეს. აქრაფმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ იტალიაში უფრო მეტი დატვირთვაა, ვიდრე გერმანიაში." - განაცხადა კონტემ

შეგახსენებთ, რომ "ნერაძურის" 4 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. წარუმატებლობის შემთხვევაში კონტეს შეგირდები ჯგუფში ჩარჩებიან. "ინტერისა" და "გლადბახის" შეხვედრა 2 დეკემბერს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები