მეკარის კურიოზული შეცდომა და სიჭინავას მესამე გოლი უკრაინაში
Aa
Aa

მეკარის კურიოზული შეცდომა და სიჭინავას მესამე გოლი უკრაინაში

უკრაინული ''ინგულეცის'' ქართველმა ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი შეაგდო. ''ინგულეცისა'' და დონეცკის ''ოლიმპიკის'' შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე 26 წლის სიჭინავამ გახსნა, რომელმაც მეტოქის მეკარის შეცდომით ისარგებლა, სტუმართა კოსოვოელმა მეკარემ, ბეტიმ ჰალიმიმ ბურთს ფეხი ააცილა და ქართველმა ცარიელ კარში შეაგდო.

ბურთის ართმევისას ქართველმა ლეგიონერმა დაზიანება მიიღო, თუმცა მედიკოსთა დახმარების შემდეგ თამაში გააგრძელა. სიჭინავა მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე შეცვალეს. მისმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა.

მიმდინარე სეზონში ნიკა სიჭინავამ უკრაინის ჩემპიონატში 10 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

2016 წლიდან ''ინგულეცის'' ფეხბურთელია და უკრაინის ელიტარულ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. 11 ტურში ''ინგულეცმა'' 10 ქულა მოიპოვა და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები