Aa Aa
30 ნოემბერი 2020  |  00:20

მესის მარადონასთვის გოლის მიძღვნას არ აპატიებენ? - არგენტინელი შესაძლოა დააჯარიმონ

ლა ლიგის მორიგ ტურში "ბარსელონა" "ოსასუნას" უმასპინძლა და 4:0 მოუგო. მატჩში უკანასკნელი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა და დიეგო მარადონას მიუძღვნა. შესაძლოა არგენტინელ სუპერვარსკვლავს მარადონას ხსოვნისთვის მიძღვნილი გოლის აღნიშვნა 3000 ევრო დაუჯდეს.

ესპანური გამოცემა Sport.es გვამცნობს, რომ ესპანური ფეხბურთის წესების მიხედვით, ფეხბურთელი, რომელიც გოლის აღნიშვნის დროს გაიხდის მაიკას და გამოაჩენს ნებისმიერი სახის რეკლამას, ლოზუნგს, აბრევიატურას, ანაგრამებს ან ნახატს, როგორი შინაარსის მატარებელიც არ უნდა იყოს, დაჯარიმდება ფულადი სახით 3000 ევროს ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ გოლის აღნიშვნის დროს მესიმ მაისური გაიხადა. არგენტინელს ბარსას ფორმის შიგნით "ნიუელს ოლდ ბოისის" მაისური ეცვა, რომელზეც "იამაჰას" და "ადიდასის" ემბლემა და წარწერაა ამოტვიფრული. სწორედ ამის გამო შეიქმნა პრობლემა.

კანონის მიხედვით, მხოლოდ ფეხბურთელი არ ჯარიმდება. იგივე რაოდენობის თახნით კლუბიც იქნება დაჯარიმებული. ასეთ შემთხვევაში "ბარსელონასაც" მოუწევს 3000 ევროს გადახდა.

შეგახსენებთ, რომ მესისთვის "ოსასუნასთან" გატანილი გოლი ლა ლიგაში 448-ე აღმოჩნდა და ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპულ ჩემპიონატებში ამ რაოდენობის გოლები გაიტანა. აქამდე ეს რეკორდი ჟოზეპ ბიკანს ეკუთვნოდა. ყოფილმა ფეხბურთელმა მეოცე საუკუნეში, ჩეხეთის ჩემპიონატში 447 გოლი გაიტანა.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში