Aa Aa
23 ნოემბერი 2020  |  16:24

მორიგი აღიარება - ქეცბაია ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

„ანორთოსის“ ქართველი სპეციალისტი კვიპროსის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

ქეცბაიამ 43 ქულა მიიღო და კონკურენტებს საგრძნობლად აჯობა.

„ანორთოსისმა“ ოქტომბრის თვეში 4 შეხვედრა გამართა და ყველაში იმარჯვა.

ჩემპიონატის ბოლო ტურში ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი გასვლაზე „აელ ლიმასოლთან“ ანგარიშით 1:0 დამარცხდა.

ჩატარებული 11 ტურის შემდეგ „ანორთოსის“ 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.

ქეცბაიას შეგირდება მომდევნო ტურში 28 ნოემბერს „პარალიმნს“ დაუპირისპირდებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში