მარადონამ გუშინდელ ტრაგედიაზე კომენტარი გააკეთა
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა, გუშინ გამთენიისას კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას გამოეხმაურა.
"დღეიდან ჩემი სახით "შაპეკოენსემ" ყველაზე ერთგული გულშემატკივარი შეიძინა". - განაცხადა მარადონამ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ავიაკატასტროფას ბრაზილიური კლუბის მთელი პერსონალისა და 20 ფეხბურთელი სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ წუთისათვის "შაპეკოენსეს" საკუთრებაში 6 ფეხბურთელია, რომელთაგანაც 3 საავადმყოფოშია, ხოლო 3 გუნდს ტრავმის გამო აკლდა და ამ ავადსახსენებელ მოგზაურობაში გუნდს არ ახლდა.
ვთქვათ ისიც, რომ "პალმეირასმა" და "გრემიომ" მზადყოფნა გამოთქვეს, "შაპეკოენსეს" თავიანთი რამდენიმე ფეხბურთელი უფასოდ დაუთმონ.
მომზადებულია yenisafak.com-ის მიხედვით