''ეს მომენტები სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში'' - კაშია ვაისს დაემშვიდობა
Aa
Aa

''ეს მომენტები სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში'' - კაშია ვაისს დაემშვიდობა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ Instagram-ში ვლადიმირ ვაისის ნაკრებიდან წასვლის შესახებ დაწერა. ''სან ხოსეს'' ფეხბურთელმა სლოვაკ სპეციალისტს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გურამ კაშია: ''მადლობა ერთად გატარებული ბოლო 5 წლისთვის, მადლობა ჩემს მიმართ გამოვლენილი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოცნება ვერ ავისრულეთ. ამაზე მეც ვგრძნობ და ვიღებ პასუხისმგებლობას. თუმცა გვქონდა შესანიშნავი მომენტებიც, რომლებიც მე სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებებს!''

შეგახსენებთ, სომხეთთან მარცხის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის 5-წლიანი პერიოდი დაასრულა. სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატთან ახლოს იყო, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში ''დინამო არენაზე'' მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები