Aa
Aa

"იუვენტუსი" მცველების გარეშე რჩება...

იტალიის ჩემპიონატის გასული ტური "იუვენტუსისთვის" ორმაგად უიღბლო გამოდგა. იმის გარდა, რომ “ჯენოასთან” "ბიანკონერი" 3-1 განადგურდა, აღნიშნულ შეხვედრაში, გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, ლეონარდო ბონუჩი ტრავმა მიიღო და მოედანს შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდით დაემშვიდობოს.

მართალია, ტურინის “იუვენტუსის” ვებ-გვერდს სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა "Tuttosport"_ის ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ უკანახაზელს არც ისე მძიმე დაზიანება დაუდასტურდა, ფეხბურთის გარეშე 3 კვირა მოუწევს უქმობა, უფრო სერიოზული ტრავმის შემთხვევაში კი 2016 წელს მოედანზე ვეღარ გავა. უფრო დეტალური ინფორმაცია კი ხვალ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტში "იუვენტუსის" ლაზარეთში ისეთი მოთამაშეები იმყოფებიან, როგორებიც ანდრეა ბარძალი, დანი ალვეში, პაოლო დიბალა, მარკო პიაცა და ლეონარდო ბონუჩი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები