''ვაისი ცვლილებებს ყოველთვის აგვიანებდა, მთელი ღამე ვერ დავიძინე'' - მერებაშვილი მძიმე მარცხზე
Aa
Aa

''ვაისი ცვლილებებს ყოველთვის აგვიანებდა, მთელი ღამე ვერ დავიძინე'' - მერებაშვილი მძიმე მარცხზე

პოლონური პლოცკის ''ვისლას'' ქართველმა შემტევმა გიორგი მერებაშვილმა ტელეკომპანია ''მთავართან'' მაკედონიასთან განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა. მან მარცხის ერთ-ერთ მიზეზად სლოვაკი სპეციალისტის მიერ დაგვიანებით განხორციელებული ცვლილებები დაასახელა.

მერებაშვილი: ''მთელი ღამე ვერ დავიძინე. ვინც სპორტში ჩახედულია, კარგად იცის, რომ შესაძლოა თამაშისთვის ზედმეტად მოემზადო, ემოციურად გადაიწვა და ეს შენს გამოსვლაზე აისახოს, თუმცა არ გეგონოთ, რომ თავს ვიმართლებ.

სამეგობრო წრეში თუ ოჯახში ხშირად ვამბობდი ხოლმე, რომ ვლადიმირ ვაისი შეცვლებს აგვიანებდა, რაც ბევრ თამაშზე აისახა. მოედანზე გამოსულ ფეხბურთელებს შესაძლებლობების გამოვლენისთვის დრო არ ჰყოფნიდათ.

ველოდი, რომ უფრო ლაღი და გახსნილი თამაში იქნებოდა, თუმცა ასეთი თამაში არ გამოვიდა.

დიდი მადლობა იმ ქომაგებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ნაკრებს. უნდა განვასხვავოთ ჯანსაღი კრიტიკა და შეურაცხყოფა. კრიტიკა ყოველთვის საჭიროა, რომ განვითარდე და პროგრესი აჩვენო. მშობლები ასე მზრდიდნენ.

გული მწყდება, რომ ბიჭებთან ერთად არ ვიყავი, მაგრამ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს მარცხი ჩემი, თქვენი და ყველას მარცხია''.

34 წლის გიორგი მერებაშვილმა საქართველოს ნაკრების რიგებში ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, სადაც მან 3 მატჩი ჩაატარა და გამარჯვების გოლი ყაზახეთის ეროვნულ გუნდს თავური დარტყმით შეუგდო.

რაც შეეხება ზოგადად მერებაშვილის სანაკრებო კარიერას, ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 32 შეხვედრაში მის ანგარიშზე 2 გოლია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები