არაბიძე "ევროპის ლიგის" მატჩისთვის ემზადება
დონეცკის "შახტარის" 18 წლის ქართველმა შემტევმა, გიორგი არაბიძემ, პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.
დონბასელები "ევროპის ლიგის" მე-5 ტურისთვის ემზადებიან, რომლის ეგიდითაც 24 ნოემბერს, ლვოვში, თურქული "კონიასპორის" წინააღმდეგ ითამაშებენ.
"შახტარის" თავკაცმა პაულო ფონსეკამ, არაბიძე "ევროპის ლიგის" საერთო განაცხადში შეიყვანა, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა მას თამაშის საშუალებაც მიეცეს.
მით უმეტეს იმ ფონზე, როცა გუნდს 4 ტურის შემდეგ 12 ქულა გააჩნია და ფლეი-ოფის საგზური პრაქტიკულად განაღდებული აქვს.
მიმდინარე სეზონში არაბიძემ "შახტარის" 21-წლამდელთა შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.