იტალიური მედია: კვარაცხელია ტორინოს მთავარი სამიზნეა
Aa
Aa

იტალიური მედია: კვარაცხელია ტორინოს მთავარი სამიზნეა

იტალიური მედიის, კერძოდ კი Tuttomercatoweb-ის ცნობით საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ''რუბინის'' 19 წლის შემტევით, ხვიჩა კვარაცხელიათი იტალიური ''ტორინო'' დაინტერესდა. ტურინულ კლუბი ქართველის გადაბირებას შემდეგი სატრანსფერო ფანჯრისას გეგმავს.

''ტორინოს'' მხრიდან დაინტერესების შესახებ ინფორმაცია პირველად ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა რუსულ მედიასთან საუბარში გააჟღერა. აღნიშნული იტალიური გამოცემა იუწყება, რომ კვარაცხელია ტურინელთა მთავარი სამიზნეა.

მარკო ჯამპაოლოს გუნდს ისეთი ფეხბურთელის დამატება სჭირდება, რომელსაც შეტევების წამოწყება, გამწვავება და დაგვირგვინება კარგად გამოსდის. ასეთად კი იტალიურ კლუბში კვარაცხელია ესახებათ.

სერია ა-ში ''ტორინო'' 1 ქულით მე-19 ადგილზეა. ჯამპაოლოს გუნდი მძიმე კრიზისშია, მისმა ფეხბურთელებმა 4 მატჩში მხოლოდ 3 გოლი შეაგდეს, 7 გაუშვეს და გამარჯვება არ მოუპოვებიათ.

შეგახსენებთ, რუსული მედიის ცნობით ხვიჩა კვარაცხელიათი დორტმუნდის „ბორუსიაც“ დაინტერესდა.

მისით პირველად არ დაინტერესებულან. ამ ეტაპზე ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა. საეჭვოა ყველაფერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოხდეს,მაგრამ გამორიცხული არაფერია. გერმანულული მხარე თვეზე მეტია ტრანსფერზე მუშაობს. გერმანულ მხარესა და „რუბინს“ შორის მოლაპარაკებებს მამუკა ჯუღელი მართავს“- აღნიშნულია რუსულ მედიაში

2019 წლის ზაფხულში მოსკოვის ''ლოკომოტივიდან'' წამოსვლის შემდეგ კვარაცხელიამ ''რუბინთან'' ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება. გასულ ზამთარში ყაზანურ კლუბში ლეონიდ სლუცკი მივიდა და მას შემდეგ კვარაცხელიას პროგრესი ძალიან შთამბეჭდავია. 

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები