საქართველოს მე-2 ლიგის მატჩისას მსაჯებს სცემეს
საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ლიგის შეხვედრაში, "შევარდენი 1906"-მა "ცხუმი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, წაგებული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა, მთავარ არბიტრს, გიორგი ვადაჭკორიასა და დამხმარე მსაჯებს, ფიზიკური შეურაცჰყოფა მიაყენეს.
აღნიშნულ საკითხზე "სფფ"-ს სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს.