ბაიერნის ეფექტი -
Aa
Aa

ბაიერნის ეფექტი - "კოუტინიო ფიზიკურად ძალიან გაუმჯობესდა"

ფელიპე კოუტინიო „ბაიერნში“ 1-წლიანი იჯარის შემდეგ, „ბარსელონას“ სულ სხვა ფიზიკური კონდიციებით დაუბრუნდა.

ბრაზილიელი შემტევი ფიზიკურად ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და ეს „რეკორდმაისტერის“ დამსახურება გახლავთ. „კოუს“ ბოლო 1 წლის განმავლობაში 5 კილო აქვს მომატებული. ამ თემაზე ბრაზილიის ნაკრების ფიტნეს მწვრთნელი ფაბიო მაჰსერეჯიანი საუბრობს.

„ფელიპე კოუტინიო თამაშის ფიზიკურ ასპექტს უდიდეს ყურადღებას უთმობს. „ბაიერნში“ თამაშის შემდეგ, მან 5 კილოგრამი მოიმატა, საიდანაც 4 კუნთოვანი მასაა. ის ფიზიკურად ძალიან გაუმჯობესდა“.

„ბაიერნისთვის“ ეს უცხო რამ არ გახლავთ. მიუნხენელები თავიანთ მოთამაშეებს ფიზიკურად გაუმჯობესებისთვის სპეციალურ საწვრთნელ პროგრამებს უდგენენ და შედეგი ყოველთვის თვალშისაცემია ხოლმე.

ალფონსო დევისის, ლეონ გორეცკას, რობერტ ლევანდოვსკისა და კოუტინიოს მაგალითები ამის ნათელი დასტურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები