ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - იუვემ მორატას დუბლით იმარჯვა, ბრიუგემ ზენიტს ბოლო წუთებზე მოუგო
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა - იუვემ მორატას დუბლით იმარჯვა, ბრიუგემ ზენიტს ბოლო წუთებზე მოუგო

ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონი 2 მატჩით გაიხსნა. კიევის „დინამო“ საკუთარ კედლებში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა, ხოლო „ზენიტმა“ „ბრიუგეს“ უმასპინძლა და ორივე შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

ანდრეა პირლომ „ბებერი ქალბატონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და მისმა გუნდმა 2-0 იმარჯვა. „ბიანკონერიმ“ წარმატებას ალვარო მორატას გოლების წყალობით მიაღწია, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

ესპანელმა ფეხბურთელმა ანგარიში 46-ე წუთზე გახსნა და დასწრებაზე ივარგა. მეორე გოლი კი 84-ე წუთზე შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ზენიტისა“ და „ბრიუგეს“ შეხვედრას რაც შეეხება, რუსული გუნდი ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დე კეტელარემ შეაგდო და „ბრიუგეს“ 2-1 მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები