Aa Aa
20 ოქტომბერი 2020  |  22:33

სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდასტურდა

„ბაიერნის“ ფეხბურთელს, სერჟ გნაბრის კორონავირუსი დაუდგინდა. დიაგნოზის შესახებ გულშემატკივარს „რეკორდმაისტერმა“ ამცნო და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„სერჟ გნაბრის Covid-19 დაუდასტურდა. ის თავს კარგად გრძნობს და ამჟამად საკუთარ სახლში, კარანტინში იმყოფება“.

გერმანული პრესის ინფორმაციით, გნაბრიმ დიაგნოზის შესახებ ვარჯიშის შემდეგ, შეიტყო, როცა თანაგუნდელებთან და კლუბის პერსონალთან გარკვეული კონტაქტი ჰქონდა. Bild-ის ცნობით, „ბაიერნი“ უახლოეს საათებში კიდევ ერთ განცხადებას გაავრცელებს და გუნდში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საფეხბურთო სამყაროს ინფორმაციას მიაწვდის.

შეგახსენებთ, რომ ხვალ „რეკორდმაისტერს“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელის და „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება. „როხიბლანკოსთან“ შეხვედრას გნაბრის გარდა, ლეროი სანეც გამოტოვებს და ფლიკს ცვლილებების გატარება მოუწევს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში