ფინალი მნიშვნელოვანი დანაკლისით: კიტეიშვილს კუნთი გაუწყდა
Aa
Aa

ფინალი მნიშვნელოვანი დანაკლისით: კიტეიშვილს კუნთი გაუწყდა

ავსტრიული მედიის ცნობით გრაცის ''შტურმის'' ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი მაკედონიასთან გასვლით მატჩში მიღებული ტრავმის გამო მოედანს ექვს კვირაში დაუბრუნდება. ადგილობრივი მედიის ცნობით მას კუნთი გაუწყდა და მოკლე პერიოდში მოედანზე დაბრუნება გამორიცხულია.

ვლადიმირ ვაისის გუნდს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში 24 წლის ნახევარმცველი ვერ დაეხმარება, რაც საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია.

კიტეიშვილის თაობაზე ''შტურმის'' მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა ისაუბრა: ''საქართველოს ნაკრების თამაშს ვუყურებდი და მე-7 წუთზე ტელევიზორი გამოვრთე. ბოლო სამ თვეში ''შტურმის'' მესამე ფეხბურთელმა მიიღო მძიმე ტრავმა. იმედი მაქვს ოთარი მაქსიმალურად მალე დაგვიბრუნდება''.

შეგახსენებთ, კიტეიშვილმა ტრავმა მაკედონია-საქართველოს მატჩის საწყის მონაკვეთში მიიღო და მე-7 წუთზე შეცვალეს. თავდაპირველი ვარაუდით მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდებოდა, თუმცა დიაგნოზის მიხედვით მას მოედანზე 6 კვირა ვერ ვიხილავთ.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე ერთი შეხვედრა აშორებს. ფინალური შეხვედრა საქართველოსა და მაკედონიას შორის 12 ნოემბერს, თბილისში, ''დინამო არენაზე'' შედგება. თუ აღნიშნულ მატჩს ქართველი ფეხბურთელები მოიგებენ, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი მოვლენა იქნება.

მასალაში გამოყენებულია gff.ge-სა და gettyimages-ის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები