კორონავირუსი - კრიშტიანუ რონალდუ ინფიცირებულია
Aa
Aa

კორონავირუსი - კრიშტიანუ რონალდუ ინფიცირებულია

სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

პროტოკოლის თანახმად სანაკრებო ბატალიების დროს, ყველა შეხვედრის წინ ფეხბურთელები კოვიდ ინფექციაზე ტესტს იტარებენ. ჩატარებული ტესტის შედეგად აღმოჩნდა, რომ რონალდუს კორონავირუსი აქვს. კრიშტიანუმ ნაკრები დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა, სადაც შესაბამის მკურნალობას გაივლის. 

იტალიაში ახალი წესების მიხედვით კარანტინი 10 დღე გრძელდება. ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ბარსელონა" და "იუვენტუსი" ხვდებიან. მატჩი კი 15 დღეში 29 ოქტომბერს გაიმართება. შესაძლოა ეს ძალზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირება რონალდუმ გამოტოვოს. ყველაფერი მის ორგანიზმზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები 14 ოქტომბერს "ერთა ლიგის" ეგიდით შვედეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები