"სფფ"-ს პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს: ითამაშებს თუ არა ჯანო ანანიძე მოლდოვასთან...
ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი, ჯანო ანანიძის ტრავმასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაციას ავრცელებს.
"სფფ"-ს პრესსამსახურის ცნობით, ანანიძე ამჟამად ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და ექიმების დასკვნის შედეგად, ხვალინდელ მატჩში მისი მონაწილეობა 100%-ით გამოირიცხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები, ხვალ, 12 ნოემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ითამაშებენ.
ხოლო მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" 21 საათიდან შემოგვთავაზებს.