არჩილ არველაძე :
Aa
Aa

არჩილ არველაძე : "მეტოქემ ვერც ერთ კომპონენტში ვერ უნდა გვაჯობოს"

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა სზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ტაიმაუტში“ ისაუბრა.

„ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან არასოდეს ვყოფილვართ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიმაჩნია, რომ მეტოქემ ვერც ერთ კომპონენტში ვერ უნდა გვაჯობოს. მთავარი განწყობაა და თუ ფეხბურთელი სათამაშოდ კარგად განეწყობა, ერთი მატჩი, შესაძლოა, უთამაშებელმაც კარგად ჩაატაროს. მეტოქის თამაშის სტილი ვიცით და დარწმუნებული ვარ, დაცვიდან ითამაშებს, შეეცდება, ტემპში არ აგვყვეს და თავის მიზანს კონტრშეტევაზე მიაღწიოს„ - განაცხადა არველაძემ

შეგახსენებთ საქართველოსა და ბელარუს შორის შეხვედრა ხვალ თბილისის დროით 20:00 საათზე ბორის პაიჭაძეს სახელობის დინამო არენაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები