გიორგი გახარია:
Aa
Aa

გიორგი გახარია: "მესმის მათი გულგატეხილობა, მეც ასე ვარ"

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის "დინამო არენაზე" საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბელარუსი-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ბელარუს შორის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათიდან ბორის პაიჭაძეს სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები