არსენალიდან გაშვებული მასკოტი სევილიამ დაასაქმა!
Aa
Aa

არსენალიდან გაშვებული მასკოტი სევილიამ დაასაქმა!

27 წლის განმავლობაში ჯერი ქუაი ლონდონის "არსენალის" მასკოტი ზედმეტსახელად "განერზავრი" გახლდათ. ის "მეთოფეების" გულშემატკივრებს მატჩის დაწყებამდე და შესვენების დროს ართობდა. მისი წლიური ანაზღაურება 35 000 ევრო გახლდათ.

კლუბმა ჯერი ქუაი კორონავირუსისგან გამოწვეული ფინანსური კრიზის გამო გაათავისუფლა. გულშემატკივრებს ეს ამბავი არ გახარებიათ და მასკოტის დაბრუნება მოითხოვეს, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა.

ქუაის გათავისუფლების ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ესპანურმა კლუბმა "სევილიამ" მას სამსახური შესთავაზა, რასაც "განერზავრი" მაშინვე დათანხმდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ანაზღაურება ექნება "არსენალის" ყოფილ მასკოტს.

ანდალუსიურმა კლუბმა "ტვიტერის" გვერდზე დაწერა "ოცნებები ხდება, მოგესალმებით" 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები