Aa
Aa

თანამშრომლობის მემორანდუმი - რაგბის კავშირი და გაეროს ბავშთა დაცვის ფონდი პარტნიორები გახდნენ

საქართველოს რაგბის კავშირსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო.

მემორანდუმს ხელი რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე გოგებაშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა მოაწერეს. 

პარტნიორობა მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ზომების შესახებ ინფორმირებას, ბავშვების ძალადობისგან დაცვას, ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაშიც ჩართულები იქნებიან ბორჯღალოსნები

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი უკვე წლებია წარმატებით თანამშრომლობენ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, კანონთა კონფლიქტში მყოფ ბავშვებს რეგულარულად უტარდებოდათ რაგბის გაკვეთილები, რამაც ხელი შეუწყო მათ რეინტეგრაციას და რეაბილიტაციას.

თორნიკე გოგებაშვილი - რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

პარტნიორობის აღსანიშნავად ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასზე“ სპეციალური პირბადეებით გაემგზავრებიან, რომელზეც გაეროს ბავშვთა ფონდის ლოგოა გამოსახული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები