Aa
Aa

სუპერდრამატული პენალტების სერია - მილანი გადარჩა და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა

ევროპა ლიგის 2020-21 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ყველაზე დრამატული მატჩი პორტუგალიურ „რიუ ავესა“ და „მილანს“ შორის შედგა.

90 წუთი ფრედ - 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი „რიუ ავე“ დაწინაურდა, თუმცა „როსონერიმ“ თამაშის პენალტებში გადაყვანა 122-ე წუთზე, ჩალჰანოღლუს მიერ ზუსტად შესრული თერთმეტმეტრიანით შეძლო.

პენალტების სერია კი უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. გუნდებმა პირველი 7-7 თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყეს, ამის შემდეგ კი პორტუგალიელებს სერიის დამთავრების შანსი 3-ჯერ მიეცათ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, მილანელთა მიერ შესრულებული მე-12 პენალტი საიმონ კიაერმა ზუსტად დაარტყა, რასაც მასპინძელთა კიდევ ერთი უშედეგო მცდელობა და „მილანის“ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოჰყვა.

„შავ-წითლებმა“ 2003 წელს „იუვენტუსთან“ მოგებული პენალტების სერიის შემდეგ ევროტურნირებზე პენალტებით პირველად გაიმარჯვეს.

ევროპის რანგით მე-2 საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, რომელზეც მე-12-ედ ითამაშებს, „როსონერის“ მეტოქეები დღეს გასამართი წილისყრის შედეგად გაირკვევა.

2020-21 წლების სეზონის ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი 22 ოქტომბრიდან დაიწყება და 26 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში ჩანიშნული ფინალური მატჩით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები