Aa Aa
30 სექტემბერი 2020  |  21:55

"მშვიდი ცხოვრება დასრულდა" - კუმანი მესის განცხადებაზე

"ბლაუგრანამ" ლა ლიგა გამარჯვებით დაიწყო და თითქოს კლუბში არსებული დაძაბულობა ჩაწყნარდა, მაგრამ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ "ბარსელონა" მაინც გააკრიტიკა და კლუბს ერთიანობისკენ მოუწოდა. ამასთან დაკავშირებით რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა.

"მესის ამ განცხადების შემდეგ მშვიდი ცხოვრება ალბათ აღარ მექნება. ამაზე ნაკლებად ვფიქრობ, მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც კაპიტანი გუნდს ერთიანობისკენ მოუწოდებს. პირველი შეხვედრა იდეალური გამოდგა და იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად გაგრძელდება.

მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რომ ლიონელს საუკეთესო პოზიცია შევურჩიო. მესმის, რომ მას ყველგან კარგად შეუძლია თამაში, მაგრამ ტაქტიკას ხანდახან ის ერთ კონკრეტულ პოზიციაზე სჭირდება. 

არგენტინელი სულით გამარჯვებული პიროვნებაა. ვარჯიშებზეც კი ის მუდამ მოგებას ცდილობს. ლეო ფეხბურთისთვის ცხოვრობს და ყოველთვის, ყველგან წარმატება სურს. სხვა ბედნიერება მისთვის არ არსებობს." - განაცხადა კუმანმა

შეგახსენებთ, რომ კუმანის ეს კომენტარი, მესის განცხადებებმა გამოიწვია. მას შემდეგ რაც "ბარსელონა" ლუის სუარესმა დატოვა,  მესიმ კლუბი ღიად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ურუგვაელი გაშვებას არ იმსახურებდა, მითუმეტეს ასეთი ფორმით. ლიონელმა ისიც განაცხადა, რომ თუ კი მან რაიმე შეცდომა დაუშვა, მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდისთვის საუკეთესო სურდა. ამავდროულად მესიმ "ბარსელონას" ერთიანობისკენ მოუწოდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, კატალონიურმა გრანდმა ლა ლიგა იდეალურად დაიწყო. კუმანის შეგირდებმა შინ "ვილიარეალს" 4:0 სძლიეს. მასპინძელთა მხრიდან გოლები, ანსუ ფატიმ(2) და ლიონელ მესიმ გაიტანეს. ერთი ბურთი კი სტუმართა მცველმა, პაუ ტორესმა საკუთარ კარში გაიტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში