Aa
Aa

კურიოზული შეცდომა - სიტიში დიაში კულიბალიში აერიათ

„მანჩესტერ სიტის“ კალიდუ კულიბალის შეძენა წლების განმავლობაში სურდა, მაგრამ რუბენ დიაშის გაფორმებით გადაწყდა, რომ უდიდესი ალბათობით, იგი „ქალაქელთა“ მაისურს აღარ მოირგებს.

მანჩესტერელებს კულიბალის დამატების იმდენად სჯეროდათ, რომ დიაშის წარდგენის შესახებ ოფიციალურ საიტზე დაწერილ სტატიაში კურიოზული შეცდომა მოუვიდათ.

„სიტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის ბოლოსაც ავტორს უნდა დაეწერა: „დაუსვით კითხვა ჩვენს ახალ ფეხბურთელ რუბენ დიაშს“, დიაშის ნაცვლად მან კალიდუ კულიბალი დაწერა და რამდენიმე წუთის განმავლობაში კლუბის გულშემატკივრები დააბნია.

რა თქმა უნდა, სტატია მალევე ჩაასწორეს. ისე კი, ამ ოფიციალური განცხადების თანახმად, რუბენ დიაში „სიტიში“ 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და გუნდის რიგებში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

სად იქნება ამ სეზონში კულიბალი ეს ჯერ ბოლომდე გარკვეული არაა. იგი კვლავ „ნაპოლისთან“ ერთად ვარჯიშობს, თუმცა პრესაში პსჟ-ს ინტერესის შესახებ რამდენიმე კვირაა იწერება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები