Aa Aa
29 სექტემბერი 2020  |  16:20

"აზარს პროფესიონალიზმი არ აკლია" - ზიდანმა ბელგიელი დაიცვა

ხვალ 30 სექტემბერს მადრიდის "რეალი" "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდება. "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ედენ აზარზე ისაუბრა. 

"აზარს პროფესიონალიზმი არ აკლია. მას პრობლემები ჰქონდა და დამერწმუნეთ ეს საკითხი ყველაზე მეტად სწორედ ედენს ადარდებს. ვადასტურებ, რომ ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა ხვალინდელ მატჩში მინდორზეც ვიხილოთ.

ბელგიელს დიდი ხანია არ უვარჯიშია და სასურველი ფორმისგან შორს არის, მაგრამ ის პროფესიონალია და ყველაფერს იდეალურად აკეთებს. ის ტკივილები, რომელიც მას ჰქონდა აღარ აქვს და ეს მე ძალიან მახარებს. ყველაფერი ხვალ გამოჩნდება." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ტომას რონსერომ ედენ აზარი მწვავედ გააკრიტიკა და მისი მადრიდული კარიერა კომიკურად მოიხსენია. ცნობილია ისიც, რომ 29 წლის ფეხბურთელი, ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა.

ედენ აზარი მადრიდში 2019 წლის ზაფხულში გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 22 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში