Aa
Aa

"ეს პირველი შემთხვევა არ არის" - ფორლანმა ბარსელონა გააკრიტიკა

ლუის სუარესი "ატლეტიკოს" ფებურთელი გახდა. მის გუნდიდან წასვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ცნობილია, რომ ურუგვაელმა კლუბი რონალდ კუმანის მოთხოვნით დატოვა. ამასთან დაკავშირებით დიეგო ფორლანმა "რადიო მარკასთან" ინტერვიუ ჩაწერა და კატალონიური გრანდი გააკრიტიკა.

"ის რაც "ბარსელონამ" სუარესს გაუკეთა პირველად არ მომხდარა. ასეთი რამ ადრე სხვა ფეხბურთელებთან მიმართებაშიც მოხდა.

ლუისმა გუნდს ყველაფერი მისცა. მისი დახმარებით "ბარსამ" უამრავი ტიტული მოიგო და სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ დაფასდა. ხელმძღვანელობა ჩემს თანამემამულეს არასწორად მოექცა.

შემიძლია ვთქვა, რომ "ელ პისტოლეროს" "ატლეტიკო" საკმაოდ შეეფერება. დიეგო კოშტასთან და ჟოაო ფელიქსთან ერთად ის შესანიშნავ ტრიოს შექმნის და "როხიბლანკო" ახალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის აქტიურად იბრძოლებს. - განაცხადა ფორლანმა

აღსანიშნავია, რომ დიეგო ფორლანი მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას 2007-2011 წლებში იცავდა და მისთვის ეს კლუბი საკმაოდ ნაცნობია.

როგორც უკვე მოგახსენეთ 33 წლის ურუგვაელმა თავდამსხმელმა "ბლაუგრანა" რონალდ კუმანის მოთხოვნით დატოვა. სუარესი კატალონიაში 2014 წელს "ლივერპულიდან" გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 283 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 198 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები