კოუტინიომ
Aa
Aa

კოუტინიომ "არსენალის" ფანებს დასცინა

ინგლისური "ლივერპულის" შემტევი ფილიპე კოუტინიო, "არსენალის" ფანების გამონათქვამს გამოეხმაურა და მათ საკადრისი პასუხი გასცა. 

"ამ გუნდის ფანები ამბობენ, რომ კლოპი თითოეულ გამარჯვებას ისე ზეიმობს, თითქოს "ჩემპიონთა ლიგა" მოეგოს. ჩემი კითხვაა, საიდან იციან "არსენალის" გულშემატკივრებმა რა გრძნობაა "ჩემპიონთა ლიგის" მოგება"?. - დაწერა "ტვიტერზე" კოუტინიომ. 

შეგახსენებთ, რომ "არსენალს" "ჩემპიონთა ლიგა" არასდროს მოუგია. ამასთან ყველაზე ახლოს გუნდი 2006 წელს იყო, როცა ფინალურ მატჩში "ბარსელონას" სოლ კემპბელის გოლით 1:0 უგებდა, თუმცა საბოლოო ჯამში შეხვედრა ეტოოსა და ბელეტის გოლებით 1:2 წააგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები