დებიუტიც ასეთი უნდა - ალკანტარამ პრემიერ ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა
Aa
Aa

დებიუტიც ასეთი უნდა - ალკანტარამ პრემიერ ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა

ტიაგო ალკანტარას დებიუტი "ჩელსის" წინააღმდეგ წარმატებული და დასამახსოვრებელი გამოდგა. ესპანელი ფეხბურთელი მინდორზე მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა და ახალი რეკორდი დაამყარა.

"ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა ერთი ტაიმის განმავლობაში იმაზე მეტი ზუსტი პასი გააკეთა, ვიდრე ჩელსის სხვა ნებისმიერმა ფეხბურთელმა მთელი მატჩის მანძილზე. ალკანტარას ანგარიშზე 75 ზუსტი გადაცემაა. ეს კი პრემიერ ლიგის რეკორდია. 2003 წლის შემდეგ ერთ ტაიმში ამდენი ზუსტად გაკეთებული პასი არავის ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ "მერსისაიდელებმა" "არისტოკრატები" სტუმრად 0:2 დაამარცხეს. ალკანტარამ როგორც უკვე მოგახსენეთ მინდორზე 45 წუთი დაჰყო. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ესპანელი ნახევარმცველი კლუბს ოფიციალურად პარასკევს შეუერთდა. "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ ტიაგოში 20 მილიონი ევრო გადაიხადა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები