Aa Aa
20 სექტემბერი 2020  |  23:06

"იუნკერები" - "ვიმედეოვნებთ, რომ დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება"

რამდენიმე დღის წინ რაგბის კავშირში ინციდენტი მოხდა. როგორც გაირკვა ქართველი მორაგბე, რომელიც კლუბ "იუნკერების" ღირსებას იცავს, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. ამასთან დაკავშირებით, კლუბმა "ფეისბუკის" გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

"როგორც თვქენთვის ცნობილია, რამოდენიმე დღის წინ, მოხდა ყველასთვის არასასიამოვნო ინციდენტი, ჩვენი კლუბის კაპიტნის, რამაზ ხარაზიშვილის მისამართით განხორციელდა თავდასხმა. ის იქნა ფეხში დაჭრილი, მაგრამ საბედნიეროდ ჭრილობა არ აღმოჩნდა სიცოცხლისთვის საზიანო და ის ქირურგიული ჩარევის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. რამაზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და ის მოედანზე 6 კვირაში დაბრუნდება. კლუბის სახელით ვგმობთ აღნიშულ ფაქტს, რადგან ეს ეწინააღმდეგება იმ მტკიცე სარაგბო ღირებულებებსა და ფასეულობებს, რომლითაც ჩვენ ასე ვამაყობთ და ვიმედოვნებთ, რომ დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება, რადგან მომავალში მსგავსი ქმედებები უნდა იყოს აღკვეთილი მთლიანად ქვეყანაში და მითუმეტეს რაგბის სამყაროში. ასევე ვიმედოვნებთ, რომ უამრავი მორაგბის წვალებითა და ენთუზიამზმით მოტანილ სარაგბო რეპუტაციას ეს შემთხვევა ვერ დააზიანებს”.

შეგახსენებთ, რომ დანაშაულის ფაქტზე, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება:

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში