მიუნხენის ბაიერნი აიაქსის მცველს უმიზნებს
Aa
Aa

მიუნხენის ბაიერნი აიაქსის მცველს უმიზნებს

მიუნხენის „ბაიერნი“ ტიაგო ალკანტარას სანაცვლოდ მიღებული თანხის შემადგენლობის გასაძლიერებლად დახარჯვას გეგმავს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „რეკორდმაისტერის“ ნომერ პირველი სამიზნე „აიაქსის“ ფეხბურთელი, სერჟინიო დესტი გახლავთ.

ჰანს ფლიკი თინეიჯერი მცველით მოხიბლულია და მისი გადაბირება სურს. დესტის საკუთარ რიგებში ხილვით „ბარსელონაც“ ინტერესდება, მაგრამ „ბლაუგრანას“ ფინანსური პრობლემები აქვს და ტრანსფერის გაჩარხვამდე ნელსონ სემედუ უნდა გაასხვისოს.

„ბაიერნში“ „ბარსაში“ შექმნილი ვითარების შესახებ ყველაფერი კარგად მოეხსენებათ და თვლიან, რომ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რომანოს ცნობით, „რეკორდმაისტერის“ მესვეურები ამსტერდამში ჩავიდნენ და „აიაქსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე დესტისთვის ბრძოლაში ფავორიტი სწორედ გერმანული გრანდია.

შეგახსენებთ, რომ დესტმა „აიაქსის“ რიგებში 39 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები