ანანიძის ტრავმის სიმძიმე უახლოეს დღეებში დადგინდება
"სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ "ტომსკთან" პრემიერ ლიგის მე-13 ტურში ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო იუქმა.
ახალგაზრდა ნახევარმცველმა დაზიანება მატჩამდე ერთი დღით ადრე, ვარჯიშზე მიიღო, რომელსაც ბარძაყის კუნთზე სპაზმი აქვს, თუმცა ქართველი ჰავბეკი ეროვნულ ნაკრებში მაინც ჩამოვა და ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
როგორც რუსული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, "სპარტაკის" პერსონალს საქართველოს ნაკრების პრესსამსახურთან ყოველდღიური კონტაქტი ექნება, რათა ჯანოს ჯანმრთელობის ამბები შეიტყონ, ხოლო რუსული გუნდისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბი ერთად გადაწყვეტს ითამაშებს თუ არა ანანიძე 12 ნოემბერს, მოლდოვას წინააღმდეგ.