დვალი ტურის სიმბოლურში მოხვდა
pilkanozna.pl-მ პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც "შლიონსკის" ქართველი მცველი ლაშა დვალიც მოხვდა.
ქართველის "შლიონსკმა" "ზაგლებიეს" 2:1 მოუგო, ხოლო ლაშამ გოლი გაიტანა. ამ გამოცემამ დვალი სეზონში პირველად გამოარჩია. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი სილეზიის დერბი იყო.
ვროცლავის "შლიონსკი" 21 ქულით მე-8 ადგილზეა, ქართველმა მცველმა 14 მატჩში პირველი გოლი გაიტანა.