Aa
Aa

ნეიმარმა 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო - კურზავა 6 შეხვედრას გამოტოვებს

საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის, LFP-ის სადისციპლინო კომიტეტმა „მარსელისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა.

მატჩის ბოლოს დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების გამო, მთავარმა არბიტრმა, ჟერომ ბრისერმა წითელი ბარათი ნეიმარს, ლეანდრო პარედესს, ლაივინ კურზავას, ჯორდან ამავისა და დარიო ბენედეტოს უჩვენა.

სადისციპლინო კომიტეტმა ყველაზე დიდი სასჯელი კურზავას დააკისრა, რომელიც 6 შეხვედრას გამოტოვებს. ამავი 3 მატჩის განმავლობაში იუქმებს. პარედესი და ნეიმარი თავიანთ გუნდს 2 შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან, ბენედეტომ კი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

სადისციპლინო კომიტეტმა ოფიციალურ განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ ნეიმარის მიერ ალვარო გონსალესის მისამართით წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და დასძინა, რომ ყურადღებას ანხელ დი მარიას ქმედებაზეც გაამახვილებს.

შეგახსენებთ, რომ Le Parisien-ის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენმა“ BeIN Sports-ის ექსკლუზიურ ვიდეომასალაზე წვდომის მიღების შემდეგ, დააფიქსირა კადრი, რომელზეც ჩანს, რომ გონსალესი ნეიმარს ესპანურ ენაზე მაიმუნს უწოდებს. პსჟ-ში დარწმუნებულნი არიან, რომ „მარსელის“ ფეხბურთელის დანაშაულს დაამტკიცებენ და ის საკადრისად დაისჯება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები