ლევანდოვსკი:
Aa
Aa

ლევანდოვსკი: "ახალი სეზონი ჩვენს ცხოვრებას შეცვლის"

პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ESPN-თან ინტერვიუ ჩაწერა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. თავდამსხმელის აზრით ახალი სეზონი ძალიან რთული იქნება და ცხოვრების რიტმს შეცვლის.

"შემდეგი სეზონი ყველა კლუბისთვის და ფეხბურთელისთვის ყველაზე რთული იქნება. სამ დღეში ერთხელ თამაში შესვენების გარეშე ადვილი არ არის. ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა და ეს ჩვენს ცხოვრებას შეცვლის.

ვალდებულები ვართ, რომ ფიზიკური კონდიციები სრულ მზადყოფნაში გვქონდეს. ვიმეორებ ყველა ფეხბურთელისთვის ეს იქნება ახალი გამოწვევა. ასეთი რამ ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში ჯერ არ მომხდარა და ამისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ. ვერ გეტყვით თუ რამდენ გოლს გავიტან, ვეცდები, რომ ჩემი საუკეთესო მხარე ისევ გამოვაჩინო. პირველ ადგილზე კლუბის ინტერესებია და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ინდივიდუალურ ჯილდოებზე ფიქრი." - განაცხადა ლევანდოვსკიმ

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 32 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა. რობერტი ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი იყო, მაგრამ კორონავირუსის გამოწვეული პანდემიის გამო FIFA-მ 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვება გაუქმებლად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები