კონტრაქტის ამოწურვამდე ტრიბუნაზე? - გაურკვევლობა ლუის სუარესის გარშემო
Aa
Aa

კონტრაქტის ამოწურვამდე ტრიბუნაზე? - გაურკვევლობა ლუის სუარესის გარშემო

სპორტული გამოცემა ESPN ლუის სუარესზე ახალ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილია, რომ რონალდ კუმანს ურუგვაელის გუნდში ხილვა აღარ სურს, მაგრამ თავად ფეხბურთელს განსხვავებული აზრი აქვს.

სუარესს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს. კლუბი მას გუნდიდან სიმბოლურ თანხად გაყიდვას სთავაზობს, მაგრამ ლუისს დარჩენილი ხელფასის მთლიანად მიღება სურს. ეს კი 25 მილიონი ევროა. პირველი ვერსიით ურუგვაელი ფეხბურთელი ხსენებულ თანხას "ბარსას" მხრიდან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში მიიღებს, რაც ნაკლებად რეალურია.

იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება არ მოხერხდა, არის მეორე უფრო რეალური ვარაუდი. "ბლაუგრანა" ვეტერან თავდამსხმელს კლუბში ხელშეკრულების ამოწურვამდე დატოვებს, ხელფასსასც გადაუხდის, მაგრამ არცერთ შეხვედრაში არ ათამაშებს. ეს ფაქტი კი ლუისს არ აწყობს. ჯერჯერობით ვერცერთი მხარე ვერაფერზე ვერ თანხმდება.  

აღსანიშნავია ის, რომ "ბარსას" "ცხრიანით" ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდება და აქტიურად ცდილობს მის "გაბიანკონერებას", მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ტრანსფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი "ბარსელონაში" 2014 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 283 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 198 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები