ამისულაშვილი
Aa
Aa

ამისულაშვილი "დინამოდან" წავიდა

თბილისის "დინამოს" კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა, ქუთაისის "ტორპედოსთან" გამართულ შეხვედრაში, ქართული ფეხბურთის ფლაგმანის მაისური ბოლოჯერ მოირგო.

დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის ბაზაზე, ამისულაშვილი თანაგუნდელებს დაემშვიდობა. "დინამოს" პრეზიდენტის რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ, მას კლუბის სახელით მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ამიერიდან, კლუბს მეკარე ნუკრი რევიშვილი უკაპიტნებს. 

ალექსანდრე ამისულაშვილმა "დინამოს" ფორმა პირველად 2001 წელს მოირგო. სულ კი ეროვნულ ჩემპიონატში 120 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო. 

crystalsport.ge-ს ინფორმაციით, ამისულაშვილი კარიერას საფეხბურთო კლუბ "თელავის" რიგებში განაგრძობს, რომლის პრეზიდენტიც ფეხბურთელის მამა გახლავთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები