Aa
Aa

"ვილი ძალიან კარგი ბიჭია", - არტეტა გუნდითა და ვილიანით კმაყოფილია

ლონდონის „არსენალმა“ 2020-2021 წლების სეზონი საკმაოდ წარმატებულად დიწყო. „მეთოფეებმა“ FA Cup-ის მოგების შემდეგ,  FA Community Shield-ი მოიგეს. მიკელ არტეტას გუნდმა „ჩელსი“ და „ლივერპული“ დაამარცხა, პრემიერლიგაში კი დამაჯერებელი სტარტი აიღო და პირველ ტურში „ფულემს“ სტუმრად 3:0 მოუგო.

არტეტა თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი ჩანს და განსაკუთრებით ვილიანის როლს უსვამს ხაზს:

„ზოგიერთი მოთამაშე მოტივაციას კარგავს ხოლმე, თუმცა ვილიანის შემთხვევაში მექმნება შთაბეჭდილება, რომ მას მეტი უნდა და ამის გაკეთება სხვა გუნდთან ერთადაც სურს.

მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, იგივეს ზოგიერთ მოთამაშესაც ავუხსნი.

გუნდში ბევრი ნიჭიერი და ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, მაგრამ მათ მისაბაძი მაგალითი სჭირდებათ.

„ვილი“ ძალიან კარგი ბიჭია. ის გასახდელში ცოტას საუბრობს, თუმცა თავის სათქმელს მოედანზე ამბობს“.

ბრაზილიელი გარემარბი „არსენალის“ 3-4-3 სქემაში მართლაც იდეალურად ჩაჯდა. ობამეიანგსა და ლაკაზეტს ზურგსუკან სწორედ ვინმე მისი ტიპის მოთამაშე სჭირდებოდათ, რომელიც თამაშს ორგანიზებას გაუწევდა და შეტევებს გაამწვავებდა.

ვილიანმა 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და პირველი გოლის დროსაც, ლაკაზეტმა სწორედ მის დარტყმულს დაამატა.

ყველაფერს დრო გვიჩვენებს. მიკელ არტეტას გუნდმა ახალი სისხლი მიიღო და მათი პირველი მიზანი ოთხეულში მოხვედრა იქნება, შემდეგ კი ვნახოთ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები