Aa
Aa

"იმედია, ნდობას ბარსას მწვრთნელიც გამომიცხადებს" - ფატი ნაკრებში დებიუტზე

გუშინ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ანსუ ფატის დებიუტი შედგა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და „ფურია როხას“ 95-წლიანი რეკორდიც დაამყარა. ფატი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა. მატჩის შემდეგ "ბარსელონას" ამომავალმა ვარსკვლავმა კომენტარი გააკეთა.

"ნაკრებში გამოძახების პირველივე დღიდან უდიდეს მხარდაჭერსა ვგრძნობდი. ლუის ენრიკემ ნდობა გამომიცხადა, რომელიც გავამართლე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა თავდაუზოგავი მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. მე ყოველთვის თავმდაბალი ადამიანი ვიყავი და ასეთად დავრჩები."

"გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. ჩვენ 90 წუთის მანძილზე ვდომინირებდით და მეტოქეს შანსი არ დავუტოვეთ. სწორი გზით განვითარებას გავაგრძელებ და ვიმედოვნებ, რომ "ბარსელონას" ახალი მწვრთნელიც გამომიცხადებს ნდობას. ნებისმიერ შემთხვევაში კუმანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, რადგან ის არის ადამიანი, ვინც ძირითადი შემადგენლობისთვის არჩევს ფეხბურთელებს. მე ჩემს შანსს ყოველთვის დაველოდები" 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა უკრაინას 4:0 მოუგო და ერთა ლიგის A ლიგის მე-4 ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს. "ფურია როხას" 3 ქულით უკრაინა მოსდევს, მესამე ადგილზე გერმანია გახლავთ 2 ქულით, ხოლო მე-4 ადგილს შვეიცარია 1 ქულით იკავებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები