Aa
Aa

ცოტა ვინერსი, ბევრი შეცდომა - ბასილაშვილი US Open-ს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებას პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა. იგი ავსტრალიელ ჯონ მილმანთან 3 სეტში დამარცხდა.

პირველ პარტიაში მილმანს დიდი უპირატესობა ჰქონდა, დანარჩენ ორ სეტში კი თითო ბრეიკით გაიმარჯვა, მატჩის საბოლოო ანგარიში 6:1; 6:4; 6:4-ია.

ნიკას 56 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ბევრია, მით უფრო, იმ ფონზე, რომ მხოლოდ 14 ვინერსი შეასრულა. ასევე, 4 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 47-დან 30 (64%), ხოლო მეორეზე 35-დან 18 ქულა (51%) მოიგო. თავად 7-დან ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, მილმანმა კი 8-დან 4 შანსი ბრეიკად აქცია.

ბასილაშვილმა გასული წლის US Open-ზე მე-3 წრეში გააღწია, რის გამოც რეიტინგში 80 ქულა მოაკლდება. ქართველი ამჟამად მსოფლიოს 30-ე ჩოგანია.

მილმანი შემდეგ რაუნდში შეხვდება ამერიკელ ფრენსის ტიაფოს, რომელმაც 4-სეტიან ბრძოლაში იტალიელ ანდრეას სეპის მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები