განახლებული ბანძუკე - ტოჩინოშინი რამდენიმე საფეხურით დაწინაურდა
Aa
Aa

განახლებული ბანძუკე - ტოჩინოშინი რამდენიმე საფეხურით დაწინაურდა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სუმოტორები სექტემბრის ბაშოზე იასპარეზებენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა სეკიტორმა, ლევან გორგაძემ რეიტინგში წინ წაიწია. ტოჩინოშინი, რომელმაც ივლისის სუპერტურნირი მე-11 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 10 გამარჯვება იზეიმა, სექტემბრის ბაშოზე დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იქნება.

განახლებული ბანძუკეს სათავეში იოკოძუნები, ჰაკუჰო და კაკურიუ არიან. ოძეკის წოდებით ასანოიამა და ტაკაკეიშო გამოვლენ. შოდაი, მიტაკეუმი და დაიეიშო სეკივაკეები იქნებიან, ხოლო ოკინოუმი და ენდო კომუსუბის რანგში იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ბაშო 13 სექტემბერს დაიწყება და ლევანის პირველი მეტოქის ვინაობა ტურნირამდე 2 დღით ადრე გაირკვევა. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველ გოლაითს ტრავმა არ შეაწუხებს და ამ სუპერტურნირზეც წარმატებით გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები