ვან დე ბეეკი და
Aa
Aa

ვან დე ბეეკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" მალე გაოფიციალურდება

Goal-ი ცნობილ სპორტულ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დონი ვან დე ბეეკის აგენტს უკვე დაუკავშირდა და მალე ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერს შეათანხმებს.

„ბარსელონამ“ რამდენიმე დღის მცდელობის შემდეგ გამოაცხადა, რომ ვან დე ბეეკი მათი სამიზნე აღარ არის, რის შემდეგაც ფეხბურთელის ხელში ჩაგდების მთავარ კანდიდატად „მანკუნიანელები“ იქცნენ.

წყაროს ცნობით, ოლე გუნარ სულშერის გუნდი შემტევ ნახევარმცველს დაახლოებით 40 მილიონ ევროდ გაიფორმებს.

ტრანსფერის გამოცხადებას უახლოეს დღეებში ელოდებიან, რაც „წითელი ეშმაკების“ ისედაც ძლიერ ნახევარდაცვის ხაზს კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის დონი ვან დე ბეეკი „აიაქსის“ სკოლის აღზრდილია. პირველ გუნდში მისი მონაგარი ასეთია - 175 მატჩი, 41 გოლი, 34 საგოლე გადაცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები