მენოტი:
Aa
Aa

მენოტი: "ინიესტამ "ოქროს ბურთი" უნდა მოიგოს"!

ლეგენდარულმა სპეციალისტმა სესარ ლუის მენოტიმ, ანდრეს ინიესტა შეაქო და მას მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე უწოდა. გარდა ამისა, მენოტიმ განაცხადა, რომ "ბარსას" ნახევარმცველმა "ოქროს ბურთის" მოგება დაიმსახურა. 

"მე ველოდები, რომ "ოქროს ბურთი" ანდრეს ინიესტამ უნდა მოიგოს, რადგან ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მან ეს ჯილდო დაიმსახურა და იმედი მაქვს საბოლოო გამარჯვებასაც მოიპოვებს". - განუცხადა Marca-ს ლეგენდარულმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, 1978 წელს სწორედ მენოტიმ მოაგებინა. 

 

მომზადებულია marca.com-ის მიხედვით

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები