ყაზახურმა პრესამ ცხადაძე ტურის მწვრთნელად დაასახელა
ყაზახურმა გამოცემა sports.kz-მა, კახა ცხადაძე იქაური პრემიერლიგის 30-ე ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. ქართველი სპეციალისტის თავოსნობით "ქაირათმა" გასულ უიქენდზე მოქმედ ჩემპიონ "ასტანას" უმნიშვნელოვანესი მატჩი, საკმაოდ დამაჯერებლად, 2:0 მოუგო.
თუმცა დედაქალაქური "ასტანა" ლიდერობას ინარჩუნებს და უახლოეს მდევარს, იმავე "კაირათს" 3 ქულით უსწრებს, პლიუს ამას 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
აღსანიშნავია, რომ ცხადაძის გუნდმა "ასტანას" მიმდინარე სეზონში 4-დან მე-3 ურთიერთშეხვედრა მოუგო.
მომზადებულია sports.kz-ის მიხედვით